დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიებს შეხვდა

06/02/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებს დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა წიაღის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. 2018 წელს შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახალი საკანონმდებლო პაკეტი ომზადდება. მისივე ინფორმაციით, სექტორში 25,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წიაღისეულით სარგებლობის სფეროში შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე ( წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35 პროცენტს შეადგენს).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0