დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

23/04/2017

საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ფრანსის მალიჟემ (Francis Malige) შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მეორეა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბანკის საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-სტრატეგიით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა გათვალისწინებული. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის მმართველ დირექტორს დეტალურად გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მათგანზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩარჩო კანონის მომზადებაზე, აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, საქართველოს მეწარმეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად განხორციელებულ ღონისძიებებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0