დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა

16/06/2017

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
AIIB ორიენტირებულია წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობასა და საფინანსო სფეროში.
17 ივნისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს. მოგვიანებით კი, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0