დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას

24/10/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას. მისი განცხადებით, აღნიშნული მოიცავს საკითხების მთელ სპექტრს, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონის სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობის ზრდის და სოციალური განვითარების პროცესს.
თავის მისალმებაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს, ასევე, გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს 20 წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში.
თავის მისალმებაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს, ასევე, გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს 20 წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში

Tweet about this on TwitterShare on Facebook0