დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე მერმა ჭან სიაოფანიმ შეხვედრაზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლები.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლას 2018 წლის პირველი იანვრიდან, რაც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ჩინური კორპორაციების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, როგორიცაა როგორიცაა ჰუალინგი და CEFC China Company Limited.
ქალაქი სიაიანი არის ინდუსტრიული ქალაქი, სადაც განსაკუთრებით არის განვითარებული მანქანათმშენებლობა. კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co-ს მიერ წარმოებული ავტომობილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
შეხვედრის მსვლელობისას სიანიანის ქალაქის ვიცე მერმა ბათუმისა და სიაიანის დაძმობილების სურვილი გამოთქვა.

Visited 198 times, 1 visit(s) today