დიმიტრი ქუმსიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

09/04/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. გარდა ამისა, ის, საქართველოს პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილთან და მემორიალთან შეკრებილ მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0