სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
აღნიშნული სახლ- მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომ პროექტი სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.
„სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უდიდესი წინსვლა იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების მხრივაც. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა, ამიტომ ყველა ნიუანსი და დეტალი ზედმიწევნით არის გათვლილი.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და რეაბილიტაციის პროცესებს ეცნობოდა.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის და მთარგმნელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს დამთვალიერებელს უმასპინძლოს.
სახლს-მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მილიონამდე ლარს ითვლის.