დიმიტრი ხუნდაძის ჩართულობით დიაბეტით დაავადებული ბავშვები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

07/08/2017

დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის ყვარელში სპეციალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი გაიხსნა.
50 ბავშვი თბილისიდან ყვარელში ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცილა და მათთვის გამართულ კონფერენციაშიც მიიღო მონაწილობა.
როგორც დპუტატმა აღნიშნა, საზახულო ბანაკში ბავშვები ისწავლიან ცხოვრებას დიაბეტთან ერთად.
დიმიტრი ხუნდაძე: „ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტტი მოსახლობის ჯანმრთლობაზე ზრუნვაა. 23 წელია, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია საქართველოში ამ საკმაოდ მნიშვნლოვან პროქტს ახორციელებს. ყვარლის ბანაკში ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიარებიან და ისწავლიან ცხოვრებას დიაბეტთან ერთად. დიაბეტს სჭირდება მართვა და სწორედ ამას და ბავშვების გაჯანსაღებას ემსახურება საზახულო სკოლა. მათთვის დაგეგმილია სპეციალური ღონისძიებები, სამედიცინო პროგრამები, ყოველდღიურად მოხდება სისხლის შემოწმება, ენდოკრინოლოგიური გამოკვლევბი და თითოეული ბავშვის მიმართ იქნება ინდივიდუალური მიდგომა, რაც მათი რეაბილიტაციისთვის მნიშვნლოვანია.“
როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა გურამ ამირიძემ აღნიშნა, გამაჯანსაღებელი საზახულო ბანაკის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ თუ ბავშვი ბანაკამდე წამლის 100 ერთეულს მოიხმარდა, გამაჯანსაღებელი ბანაკის შემდეგ ინსულინის დოზა ნახევრდება.
ღონისძიებას სამედიცინო უნივერსიტეტი რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0