დირბში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩუტარდა. განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სააღმზრდელო დაწესებულებას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, მოპირკეთდა ეზო და დაიდგა ახალი ატრაქციონები. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ჯამში, 860 000 ლარი შეადგინა.

Visited 76 times, 1 visit(s) today