დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე.
ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“

Visited 116 times, 1 visit(s) today