დმანისის მერმა სოფელ განთიადში მემორიალური დაფა გახსნა

20/01/2018

დმანისის თეატრის დაარსების დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა სოფელ განთიადში, იქ სადაც თეატრის პირველი სპექტაკლები იმართებოდა, დმანისის თეატრის დამაარსებელთა სახელის უჯვდავსაყოფად მემორიალური დაფა გახსნა.
ქალაქ დმანისის ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში დმანისის თეატრის პირველი სპექტაკლის ვიდეო-ჩვენება გაიმართა. დამსწრე საზოგადოება 28 წლის წინ გადაღებულ უნიკალურ კადრებს პირველად გაეცნო.
ვიდეო-ჩვენებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ლაშა ჩხვიმიანმა წაიკითხა დიდი არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის ჩანაწერი, რომელიც მან 1990 წლის 19 იანვარს, დმანისში გამართული პირველი სპექტაკლის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად გააკეთა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0