დმანისის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა

31/12/2023

დმანისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა. ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო საბავშვო სივრცეები, საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართა. ღონისძიების პატარა სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დაემზადებინათ საახალწლო სათამაშოები, ასევე შეხვდნენ ზღაპრის გმირებსა და თოვლის ბაბუას, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა. დღის ბოლოს გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა გიორგი მახარაშვილმა, სალომე კორკოტაშვილმა და ბენდმა „შერეკილებმა“ მიიღეს. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0