დმანისის მუნიციპალიტეტში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2018 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შესაქმნელად, დმანისის მუნიციპალიტეტში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლოდ ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი შედგა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა შპს ,,ავტოლუქსალფა”. შესყიდვის ღირებულება 18575 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო დიამეტრი 4 მეტრი იქნება, ნაძვის ხე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 ფერისგან, ნაძვის ხის წიწვები არააალებადი და წყალგამძლე უნდა იყოს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუნიციპალიტეტის მიერ მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შემუშავდა, რომელიც 31 დეკემბრს 22:00 საათზე ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდება. მოსახლეობას ახალი წლის დადგომას მუნიციპალიტეტის პირველი პირები მიულოცავენ. კონცერტი 12:00 საათზე ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდება.

Visited 187 times, 1 visit(s) today