დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა

10/06/2017

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა.ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ და აცხადებენ, რომ სტიქიამ პრაქტიკულად ლუკმა-პურის გარეშე დატოვა. სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხეხილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულმა კომისიამ ზარალის ოდენობის და მასშტაბების შესწავლა დილიდან დაიწყო. გვიან ღამით დმანისის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ ხუთი სოფლის მოსახლეობა დააზარალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0