დმანისში სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება

04/08/2017

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სოფელ ირგანჩაიში გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.
,,ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ირგანჩაისთის დანარჩენ საქართველოსთან. ათეული წლები ძალიან გაძნელებული იყო მიმოსვლა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ მკაცრ კლიმატს.
გზის სიგრძე საბოლოოდ შეადგენს 12 840 მეტრს ღირებულებით 2464 732 ლარი” – აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს გამგებელი შეხვდა სოფლი ირგანჩაის მოსახლეობას და პირადად მათგან მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0