დმანისში ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს

17/02/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამუშაო ფორმატში განიხილეს დმანისის ტურისტული პოტენციალი და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს.
შეხვედრის შემდეგ დმანისის საექსპოზიციო არქეოლოგიურ დარბაზს ესტუმრნენ, სადაც მუზეუმის თანამშრომლებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.
ვიზიტის დასასრულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დაგვიტოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0