დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მიმართა. მსჯელობა შეეხო დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიას, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, მანამდე კი დოკუმენტის განხილვაში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.
შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 51 times, 1 visit(s) today