დროშის აღმართვის ცერემონია კახეთში გაიმართა

14/01/2018

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისა და დროშის დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
“ძალიან საამაყოა, რომ დღეს სახელმწიფო დროშის დღეს, სწორედ უჯარმის ციხეზე აღიმართა საქართველოს დროშა. უჯარმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი იყო ყოველთვის.
დროშა ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად აღვმართეთ და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ და გადმოფინონ დროშები სახლებიდან. სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს”,- აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0