დუალური განათლების დაფინანსების საკითხებზე სემინარი გაიმართა

30/11/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით “სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების დაფინანსების” თემაზე სემინარი გაიმართა.
სემინარის მიზანს წამოადგენდა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური განათლების დაფინანსების მოქნილი მექანიზმების განხილვა და დამსაქმებელთა წახალისების სხვადასხვა მოდელების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში ასევე, დაიგეგმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავება ევროპის განათლების ფონდთან (ETF) სამუშაოზე დაფუძნებული დუალური განათლების საკითხებზე.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კომპანიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0