დუშეთის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,შადიანი”-მა, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ,, ATATARIA LAMZDZIAI” მიიღო მონაწილეობა

05/06/2019

ლიეტვუის რესპუბლიკის ქალაქ კაუნასში, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი
“ATATARIA LAMZDZIAI” ჩატარდა, სადაც კაუნასის ეროვნული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მიწვეულ იქნა დუშეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “შადიანი”. რიგით 34-ე ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორულმა ანსამბლებმა საკუთარი ერის ეთნიკური და ისტორიული მეხსიერება, ეროვნული მემკვიდრეობა და ტრადიციები, კულტურული ელემენტებით წარმოადგინეს. ანსამბლმა შადი ჰადადის ხელმძღვანელობით, ღირსეულად შეძლო ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ჩვენება უცხოელი მაყურებლისათვის და “შადიანს” მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0