დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მსოფლიო ბანკის კონსულტანტებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის კონსულტანტები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობასა და მისი როლის ზრდაზე ადგილობრივ ეკონომიკაში.
მერთან ერთად დუშეთის ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს: მსოფლიო ბანკის კოსნულტანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული განვითარების საკითხებში ირაკლი ჟვანიამ,”გაფანტული სასტუმროების” საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჯიანკარლო დალარამ, მსოფლიო ბანკის დოქტორანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების საკითხებში ჯულია სკაზორსიმ და მუნიციპალური განვითარების კონსულტანტმა მარიამ ტაბატაძემ. მათ ასევე მოინახულეს რეაბილიტირებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ცენტრალური ბულვარი და ესტუმრნენ ჭილაშვილების სასახლესა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
ჯიანკარლო დალარამ, რომელიც სოფლებსა და პატარა ქალაქებში მდებარე „გაფანტული სასტუმროების“ საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია, საუბარში აქცენტი გააკეთა ქალაქ დუშეთში ასეთი პატარა სასტუმროების საჭიროების შესახებ (Albergo Diffuso იტალიაში ადრეულ 1980-იან წლებში აღმოცენებული სასტუმროს ინოვაციური კონცეფციაა , რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის ისტორიული სოფლებისა და ქალაქების პოპულარიზებას ტურისტულ მარშუტებში).
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – შალვა ინაშვილი.

Visited 139 times, 1 visit(s) today