დუშეთის მუნიციპალიტეტმა მედიაპროექტ ,,ეტალონს’’ უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა მედიაპროექტ “ეტალონს” .შესარჩევი ტური გაიმართა დუშეთის №1 საჯარო სკოლაში.დუშელმა მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი და საკუთარი თავი.
ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო ეტალონელის ტიტული მიენიჭა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი შავდათუაშვილს.მასთან ერთად საპრიზო ადგილები გაინაწილეს ოძისის საჯარო სკოლის მოსწავლემ მიხეილ როსტომაშვილმა და ჭოპორტის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიგა ლაფანაშვილმა.
“ეტალონის” შესარჩევ ტურს ესწრებოდნენ:დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ,მცხეთა-მთიანთის გუბერნატორის მოადგილე გოჩა ზეიკიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი,დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი,მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

Visited 246 times, 1 visit(s) today