დუშეთის მუნიციპალიტეტში, უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის ყოფილ სამუსიკო სკოლის შენობაში, უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა. მოსახლეობას ამ აქციით შესაძლებლობა მიეცა, ექიმის დანიშნულებით ჩაეტარებინა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები – ექოსკოპია და კარდიოექოსკოპია. პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს სპეციალისტებმა შესაბამისი სფეროში: ზოგადი ქირურგია, ანგიოქირურგია, თერაპია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია და პედიატრია. მსგავსი ტიპის გამოკვლევები პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტში.

Visited 111 times, 1 visit(s) today