დუშეთის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საშეშე მერქნის დარიგება გრძელდება

21/12/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტში,ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ხელშეწყობით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საშეშე მერქნის დარიგება გრძელდება.
ამ ეტაპზე, შეშით უზრუნველყოფილნი იქნნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მხცოვრები 11 ოჯახი.(თითოეულ ოჯახს დაურიგდა ორ-ორი კუბი საშეშე მერქანი).
აღსანიშნავია ისიც,რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით შპს „მაგთიკომმა“(მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი),გუდამაყრის ხეობაში დაასრულა ანძის მონტაჯი,რომელიც აღნიშნული ხეობის სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0