„დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა

01/04/2024

„დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, პროექტზე – „თანასწორობის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან” ბაკურიანში გასვლითი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და მათი ხედვის გათვალისწინებას მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში ჩართულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. ​შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატის თანამშრომელი მარიამ გეგეშიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი. შეხვედრაზე ბაია კვიციანმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელმა მარიამ გეგეშიძემ ისაუბრა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებზე და მისი საკანონმდებლო რეგულირების პროცესზე. ახალგაზრდებმა შეკითხვები დასვეს მათთვის აქტუალურ თემებზე, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე, მიიღეს რჩევები სამომავლო პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით. პროექტში, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0