დუშეთის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

28/07/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
ვაჟა ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში,რომელიც ამორტიზებულია ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს,სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეები დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში ივლიან.
კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში 365 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია,შენობას რეაბილიტაციო როგორც შიდა ისე გარე ნაწილშიც ჩაუტარდება.
პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდიდან დაფინანსდება,სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0