დუშეთში, გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ. დუშეთში, გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 24 მაისს, მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული ქუჩის ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი უკვე დაეგო და ეს პროცესი ქალაქში ეტაპობრივად გაგრძელდება. გოგებაშვილის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს “კოხტისძირი 2010” ასრულებს.

Visited 96 times, 1 visit(s) today