დუშეთში, პოლონური ორგანიზაციის ტრენინგი სკოლამდელი აღზრდის ფილიალებისათვის ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალაქ დუშეთის სკოლამდელი აღზრდის #1, #2 და #3 ფილიალების საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის ტრენინგი ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობების მხარდასაჭერად ხორციელდება.
პროექტს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“ ქართველ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს და მისი ერთ-ერთი მიზანი საკონსულტაციო საბჭოს წევრების მომზადებაა საბავშვო ბაღების ერთობლივი მართვისათვის.
პროექტის ფარგლებში „სკოლამდელი განათლების სისტემური ცვლილებების მხარდაჭერა საქართველოში“, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენელმა ნინო ალელილიშვილმა ისაუბრა საბავშვო ბაღებში ახალი სტანდარტების დაგეგმვისა და სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებაზე.
ტრენინგს მშობლებსა და აღმზრდელებთან ერთად ესწრებოდნენ: ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მარიკა ოთარაშვილი და ცენტრის მეთოდისტი თამარ ხუციშვილი.

Visited 127 times, 1 visit(s) today