დუშეთში, უკრაინული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

02/05/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ქართულ-უკრაინული კლუბის „ლესია“-ს ორგანიზებით, 1 მაისს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ეკატერინე სტრელჩენკოს დოკუმენტური ფილმის „მჯერა, ველი ვლოცულობ“ პრემიერა. აღნიშნული დოკუმენტური ფილმი ეძღვნება როგორც უკრაინის კონფლიქტების ტრაგიკულ შედეგებს, ისე ომში დაღუპულ, უგზო-დაკარგულ და ტყვეობაში ნამყოფ ადამიანებს და ამ ფილმის ჩვენების რეჟისორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრემიერას ადგილობრივ ახალგაზრდებთან, ვეტერანებთან და უკრაინელ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0