დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გრძელდება

10/11/2017

ქ. დუშეთში გრძელდება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III ) ფარგლებში დაიწყო და ითვალისიწინებს პარკის სრული რეაბილიტაციას. კერძოდ: მოიკირწყლება სასეირნო ბილიკები; აღდგება შადრევანი; დაირგვება დამატებითი ხეები და ბუჩქები; დაიდგმება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, ლამპიონები; მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, ფანჩატური სამაგიდო სათამაშოებისათვის; რეაბილიტირდება არსებული როტონდა, სადაც მომავალში შესაძლებელია მოეწყოს კაფე-სანაყინე; ბოლნისის ტუფით შეიმოსება ტაძრისა და სამრეკლოს ფასადები; მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა და მიერთდება ქალაქის არსებულ ქსელს. სრულად რეაბილიტირდება პარკის ირგვლივ არსებული ტროტუარები.
რეგიონული განვითარების მესამე პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და გარდა ქ.დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისა ითვალისწინებს ისტორიული უბნის აგრეთვე, ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციას.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, შენობებისა და ფასადების კონსერვაცია, ურბანული ლანდშაფტისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; პროექტის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს მხარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივების დასაქმებას, ინვესტიციების მოზიდვას, საზოგადოებრივი სივრცეების, მომსახურების სფეროსა და ტურისტული პოტენციალის განვითარებას; განხორციელდება არამხოლოდ ობიექტების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, არამედ მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის ერთგვარი გარდაქმნა ეკონომიკურ და სოციალურ რესურსად.
საზოგადოებისათვის ცნობილია, ქ. დუშეთის მიღწევები კულტურული მემკვიდრეობის დარგში: 2013 წელს ქალაქის 96 შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2015 წელს, ქ. დუშეთი გახდა მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაციის წევრი, რაც ქმნის ერთგვვარ წინაპირობასა და გარანტს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნების, დაცვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და მისი პოპულარიზაციისათვის როგორც ქვეყნაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქ. დუშეთში, ერეკლე II-ის ქუჩაზე, ყოფ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე იწყება ,,საზოგადოებრივი ცენტრის’’ მშნებლობა. პროექტის დასრულებიოს შემდეგ მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს პიროვნების, ქონების, ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისით, აგრეთვე მიიღოს სოციალური თუ საარქივო დოკუმენტაციასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0