დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. 100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეპოქაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ჰყავდა, ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს, ფასეულობებს და ჩვენს არჩევანს, ცივილიზაციურ არჩევანს, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი. ჩვენ და ჩვენს თაობას აქვს ვალდებულება, რომ ვიყოთ იმავე ღირებულებების და იმ ტრადიციების ერთგული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 48 times, 1 visit(s) today