დღეს დილიდან ხარაგაულში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

23/06/2017

დღეს დილიდან მიმდინარეობს ხარაგაულში გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე, მოადგილე თემურ ჩხეიძესთან ერთად, ადგილზე ადევნებს თვალყურს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს.
ამ დროისთვის გზა გახსნილია, როგორც ისლარის ასევე, საღანძილის მიმართულებით. გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა და ქუჩების გასუფთავება ფერდობებიდან ჩამოსული ქვა-ღორღისგან.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ხარაგაულში მოსული უხვი ნალექის გამო, 🌧☔ პრობლემა შეიქმნა რამდენიმე სოფელში, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ჩაიკეტა გზები ხარაგაულის მიმდებარე სოფლებში საღანძილისა და ისლარის მიმართულებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის დადგენას სპეციალური კომისია უკვე სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0