დღვანას უბანში გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

22/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, დღვანას უბანში გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 1500 მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტი, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს. მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია გაეცნო. პროექტის ღირებულება 422 315 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 15 ადამიანი. დღვანას უბანში გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები შესრულებულია 70 %-ით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0