ედიშერ თოლორაიამ ყულიშკარში მშენებარე პროექტები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშუაოების დათვალიერებას აგრძელებს და სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებს ამოწმებს. ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებელმა გარეგანათებისა და წყალმომარაგების პროექტების მშენებლობა დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, ყულიშკარში სოფლის ცენტრიდან წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე გარეგანათების მოწყობა მიმდინარეობს. ამ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი.
გამგებლის განმარტებით, ყულიშკარში ასევე საბოლოოდ მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალგამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ადგილობრივები სასმელ წყალს გრიგოლიშის წყალსაცავიდან მიიღებენ, რომლის სიმძლავრე საათში 30 ტონა იქნება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. წყალმომარაგების სისტემის აღდგენის შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება ყულიშკარის მოსახლეობა.

Visited 170 times, 1 visit(s) today