ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, 2016 ბოლომდე შენგენის ზონის „ნორმალური ფუნქციონირების“ აღდგენა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე მიღებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის „ნორმალური ფუნქციონირების” აღდგენა 2016 ბოლომდე – ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, „შენგენთან დაბრუნება” და შიდა საზღვრებზე დაწესებული კონტროლის გაუქმება – პრიორიტეტული საკითხია. საბერძნეთი ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად, ასევე ალბანეთსა და მაკედონიასთან საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად, დამატებით თანხებს მიიღებს. ევროპის სასაზღვრო სამსახური „ფრონტექსი” ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი რაოდენობის მესაზღვრეების გამოყოფით მიმართავს, „ევროპოლი” კი მიგრანტების რეგისტრაციის ცენტრებში თანამშრომლებს გაგზავნის.

Visited 166 times, 1 visit(s) today