ევროკავშირის პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირის პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩატარდა,რომელშიც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, M4EG-ის კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში ზვიად არჩვაძე, იმერეთის მუნიციპალიტეტის მერები და მათი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ ევროკავშირის ინიციატივის M4EG ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და მუნიციპალიტეტების აქტივობები პროექტის ფარგლებში.

“პროექტი “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. მოხარული ვარ, რომ პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმართება. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ პროექტზე და იმედი მაქს შევიმუშავებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც მოწონებას დაიმსახურებს და მუნიციპალიტეტის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრის გახსნისას.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და აღნიშნა,რომ მუნიციპალიტეტებში რამდენიმე თემატური ჯგუფია შექმნილი და მუნიციპალიტეტები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იქნებიან ამ აქტივობებში ჩართულები.

„მათ საშუალება ექნებათ როგორც ქართულ,ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან კომუნიკაციის,რათა მოხდეს ერთობლივი გამოცდილების გაზიარება”-აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელსაც 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი და მის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს. რაც,თავის მხრივ,მუნიციპალიტეტებს ეხმარება დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში.სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი,მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და არნისნა,რომმუნიციპალიტეტებში რამდენიმე თემატური ჯგუფია შექმნილი,მათ შოეის ტურიზმის, ღვინის და სხვა სფეროების და მუნიციპალიტეტები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იქნებიან ამ აქტივობებში ჩართულები

„მათ საშუალება ექნებათ როგორც ქართულ,ისე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებთან კომუნიკაციის,რათა მოხდეს ერთობლივი გამოცდილების გაზიარება”-აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

Visited 107 times, 1 visit(s) today