ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირის მობილური პარტნიორობის გაძლიერება და პოტენციალის განვითარება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის საშუალებით“ დასკვნითი პრეს კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ინფორმაციის გაცვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ევროკავშირის პროექტის განხორციელება 2013 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის CIM, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1 097 602 ევროს მოიცავს, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსება 878 082 ევროს (2 312 429* ლარი), ხოლო გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს შენატანი – 219 520 ევროს (578 106 ლარი*) შეადგენს.
ევროკავშირის პროექტის მიზანი საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
პროექტის ძირითადი აქტივობები გერმანია-საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემის გამოცდას, მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში მხარდაჭერას, დიასპორის მობილიზაციისა და ბიზნეს იდეების მხარდაჭერის კომპონენტს – საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას მოიცავდა.
პროექტის ფარგლებში 28 სპეციალისტი სასტუმრო-სარესტორნო და საექთნო სფეროში გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დროებით დასაქმდა. ქართული დიასპორის 55 წევრი გერმანიიდან დაბრუნდა და საქართველოში დასაქმდა. დაფუძნდა 5 საწარმო და შემუშავდა სახელმძღვანელო სხვა ინიციატივებისათვის.
გარდა ამისა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ექსპერტების, სხვადასხვა კონფერენციების, სემინარების, გერმანიაში სასწავლო ვიზიტისა და სხვა აქტივობების მეშვეობით მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ქართული უწყებების შესაძლებლობები გაძლიერდა.
ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები, ასევე გერმანიიდან და საქართველოდან მათი პარტნიორები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
Visited 149 times, 1 visit(s) today