ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეცემა

20/12/2016

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად“, – განმარტებულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0