ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ხვალ იმსჯელებენ

19/06/2016

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭო საგარეო მინისტრების შემადგენლობით ლუქსემბურგში შეიკრიბება. შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო საკითხად შეტანილია „ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“.
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0