ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.
აღნიშნულ საკითხზე, ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

Visited 164 times, 1 visit(s) today