ევროკავშირი სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტს დააფინანსებს

12/12/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირსა და ევროპის საინვესტციო ბანკს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების თაობაზე
ახალი პროექტი, საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების ასაშენებლად ტექნიკურ დახმარება უზრუნველყოფს.
შეღავათიან კრედიტთან ერთად, ევროკავშირი საქართველოს გრანტის სახით, თანხას გამოუყოფს „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტი“-ს დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე, ტრანშის სახით ევროკავშირი დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, პროექტების მართვის კუთხით; საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ან მის მიმდებარედ ე.წ „შავი წერტილების გამოსავლენად შესაბამისი კვლევის ჩატარება და სამომავლო პროექტების მოსამზადებლად სხვადასხვა კვლევის ჩატარება. წლის ბოლომდე უშუალოდ პროექტის სამართავად ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0