ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას დღეს წარადგენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. კორესპონდენტის ინფორმაციით, განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

“ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს”, – წერს ჟურნალისტი.

Visited 179 times, 1 visit(s) today