ევროპარლამენტის დელეგაციამ საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ მოინახულა. სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს საბაჟო პუნქტის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალების, ხელბარგის და ტვირთების კონტროლის პროცედურებს. ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა გადმოეცა; მათ შორის, სატვირთო და მსუბუქი მანქანების სტაციონარული რენტგენო-სკანერი, ხელბარგის სკანერი და მეტალო დეტექტორი. ევროპარლამენტარებმა დაათვალიერეს აღნიშნული ტექნიკა, გაეცნენ სკანირების შედეგად აღმოჩენილ დარღვევებს. მათ ასევე მოისმინეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და მათი შედეგები.