ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

28/03/2024

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს. ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის და ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV დანართის შესრულებასთან. საკანონმდებლო პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლება(რაც გულისხმობს აღნიშნული შენობების რეკონსტრუქციას, რომ გახდეს ენერგოეფექტური) და ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა. კომიტეტის სხდომაზე, ასევე, მხარი დაუჭირეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ” შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტით რეგულირდება ისეთი საკითხები როგორიცაა: მხარეთა შორის ინფორმაციის გადაცემა, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, გამრავლება, თარგმნა, შენახვა, მოპყრობა, განადგურება, აკრედიტაცია და სხვა საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0