„ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით თელავში კონფერენცია გაიმართა

10/05/2017

საქართველოში „ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროექტის „ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა “- თელავში კონფერენცია გაიმართა,
კონფერენციაზე საუბარი იყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის კუთხით კახეთში ბოლო წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ სტრატეგიაზე, რაც კახეთში , შშმ პირთა დასახმარებლად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის სიღნაღის უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ,,ქედელი“.
კონფერენციას შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, კახეთის გუბერნატორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღესვე „ევროპის დღეების“ ფარგლებში თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შშმ პირების ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა უმასპინძლა. გამოფენა ადგილობრივი კლასიკური და ფოლკლორული გუნდების თანხლებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0