ევროპის დღეებს შუახევიც შეუერთდა

23/05/2016

2016 წლის ევროპიის დღეები მთელი ქვეყნის მაშტაბით მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით აღინიშნება. აჭარაში ევროპის დღეების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტიც შედგა, მოეწყო ევროპის დღე უნივერსიტეტში, სახალხო ზეიმი ხულოში, ველომარათონი, სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი აქტივობები.
23 მაისს კი, „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო ევროპის დღეების აღნიშვნა შუახევში.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ღონისძიება დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს.
გაიმართა საზეიმო კონცერტი. ღონისძიებამ სახელოვნებო სკოლაში გადაინაცვლა, მოეწყო მსვლელობა მოსწავლე ახლაგაზრდობის სახლში, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სხავადასხვა სახეობებში.მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი აქტიობებით, შუახევის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებებს.
ასევე მოეწყო ესსეების კონკურსი. კონკურსით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მოამზადეს ესსები თემაზე: „ევროკავშირი, საქართველო და მე“. ნაშრომში უნდა ასახულიყო, თუ რას ნიშნავს ავტორისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორ ესმის მას ქვეყნის ევროპული განვითარება, რას უნდა ველოდეთ ევროკავშირთან ინტეგრირების შედეგად და რას გულისხმობს მისი სტანდარტებთან დაახლოება.
აჭარის მაღალმთიანეთში ევროპის დღეების ასეთი მაშტაბური აღნიშვნითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ხდება მოსახლეობისათვის კიდევ ერთი მაგალითის ჩვენება ევროპული ფასეულობების, ევროინტეგრაციის პროცესის ერთგულებისა და პოპულარიზებისა, აგრეთვე საზოგადოების ფართო ფენების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობითა და ამ პროცესის შესახებ ცნობადობის დონის ამაღლებით.
ღონისძიების დასასრულს სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები თასებით, მედლებით, წიგნებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობას ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0