ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

30/06/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან გამყრელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორთან, ჯოვანი კესლერთან. საქართველოს ფინანთა სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. ქართულმა მხარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ გადაადგილებული თამბაქოს პროდუქციის შემთხვევებში საბაჟო აღსრულების ღონისძიებების შესახებ. ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისს (OLAF) შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რისი წარმატებული მაგალითებიც დადებითად იქნა შეფასებული ორივე მხარის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0