ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრაზე, ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

Visited 166 times, 1 visit(s) today