„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარტია „ევროპულმა საქართველომ” 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა. როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო.

„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო, რადგან ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში იქნებიან, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო, ჩვენმა პრეზიდენტმა მათ უნდა აიძულოს გადასახადები შემცირება, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი პრეზიდენტი, რომელიც ხვალინდელ დღეს გახდის პროგნოზირებადს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქაოსი. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იდგება თქვენს გვერდზე, მაგრამ არასდროს შეგაწუხებთ საკუთარი ეგოთი და ამბიციებით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

Visited 136 times, 1 visit(s) today