ეკატერინე გრიგალავამ მედიის წარმომადგენლებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლა

28/10/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მედიის წარმომადგენლებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლა. ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო სივრცეც მოეწყო. ინფოტური დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
დღეიდან ვიზიტორები იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ინტერაქტიულ რეჟიმში შეძლებენ. ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც ააქვს. დარბაზში გამოფენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები და რუკა. დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი (touch screen) საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ. საგამოფენო დარბაზში ასევე გამოფენილია იმერეთის მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნა; მინერალები, ქვის და ძვლის იარაღები, ცხოველის კბილებზე და ნიჟარებზე დამზადებული სამკაულები.
მედიის წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და 9 თვის ვიზიტორთა სტატისტიკა გააცნეს. 2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 856 186 ადამიანი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0